ეს მოდული დამეხმარა თუ როგორ გამოვიყენო ჩემს თემაში ინტერნეტი და როგორ უნდა ვასწავლო მოსწავლეს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება . ასევე მოსწავლის პრეზენტაციის, პუბლიკაციის , ვიკის და ბლოგის ნიმუშების დაგეგმვა და შექმნა კონკრეტული სასწავლო მიზნებისათვის . მოსწავლეებს შეუძლიათ საავტორო უფლებებით დაცული მასალების გამოყენება, მაგრამ მათ გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა წესის დაცვა გარკვეულ ცოდნას საჭიროებს.ამ ტრენინგის საშუალებით გავეცანი და გავაცნობ მოსწავლეებს საავტორო უფლებების კანონმდებლობას და რესურსების სამართლიანი გამოყენების წესებს.